თქვენი ბიზნეს-საქმიანობის კომპიუტერული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა (კომპიუტერული ბუღალტერია), მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობის თქვენს მაგივრად ჩვენ თავზე აღება, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

საგადასახადო სამსახურებისათვის და საჭიროებისამებრ სხვა საჯარო ან სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის დეკლარაციების, გაანგარიშებებისა და ინფორმაციების კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;

თქვენი საქმიანობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ანუ მესამე პირისთვის (თუნდაც საგადასახადო სამსახურებისათვის) არ გაცნობა თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;

თქვენი ნებისმიერი ფორმით კონსულტირება საგადასახადო, საბუღალტრო, სამეწარმეო, საბაჟო და თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში;

თქვენი საბუღალტრო, იურიდიული და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საიმედოდ შენახვა;

მომსახურებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.